Accentnews.ge
"ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმყოვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ - წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე"

"ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმყოვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ - წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე"

01/11/2021 11:45:42 პოლიტიკა

"არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს და რა უნდა ვქნათ?! ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფლებას – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე", - აცხადებს ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის გზავნილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განასაჯაროვა:

"მე ვარ ძალიან გაბრაზებულები და შეურაცხყოფილი და ყველა თავმყოვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდი ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი. რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი: ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმყოვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ - წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები. იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი. ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის", – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S