დეპუტატის მანდატს კიდევ ერთი პარლამენტარი ტოვებს
01/11/2021 13:42:33 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
მისი თქმით, ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება.
"პარლამენტში ყოფნასაც აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე და ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაატაროს ის ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება", - გამაცხადა მამულაშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


