ემიგრანტების აქციაზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი აშშ–ის მოქალაქეა
01/11/2021 15:43:41 პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და ემიგრანტები აქციას მართავენ, ხმაური იყო. ისინი არჩევნების შედეგებს და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო შენობასთან კარვის გაშლა სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები კი ირწმუნებიან, რომ მათ მერიისგან 3 კარვის გაშლის ნებართვა ჰქონდათ.
დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.


