Accentnews.ge
მდინარაძე – სააკაშვილზე: "41-ე დღეს ველოდები"

მდინარაძე – სააკაშვილზე: "41-ე დღეს ველოდები"

01/11/2021 17:52:16 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ქვეყნის მესამე პერზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ირონიულად ეხმიანება.

"მოვუწოდე ამ ადამიანს, მოდი, გაასაჯაროვებინოს თავისი პერსონალური მონაცემები პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და მერე ვნახოთ, fake ხომ არ არის ეს შიმშილობა ან ნახევრად შიმშილობა ხო არაა? გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოებაში... ამას რომ თავი დავანებოთ, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რისკები რომ არსებობს, ამას მიხედავს იუსტიციის სამინისტრო.

ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდები და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი დარწმუნებული ვარ",– განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის 1 ოქტომბერს დააკავენ. მან საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა და 32-ე დღეაა,შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S