აშშ-ის სახელმწფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა
02/11/2021 09:23:03 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწფო მდივნის თანაშემწის ახლადდანიშნული მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
როგორც დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, ოლსონი გაემგზავრება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად.
"სომხეთში ვიზიტისას 2–4 ნოემბერს ოლსონი სომხეთში აშშ-ის ელჩ ლინ ტრეისისთან, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩ ლი ლიცენბერგერთან, კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩეველ ენდრიუ შოფერთან და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღვადგინოთ ეს დიდი ხნის ტრადიცია და შევიკრიბოთ ჩვენს კოლეგებთან რეგიონიდან და ვაშინგტონიდან, რათა გავცვალოთ იდეები და ინფორმაცია, სამივე ქვეყნის მიმართ რეგიონში ჩვენი პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. მონაწილეები ჩაერთვებიან შიდა დისკუსიებში, ასევე საინფორმაციო შეხვედრებში სომხეთის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბოლოს, აშშ-ის საელჩომ ბაქოში და აშშ-ის საელჩომ თბილისში უმასპინძლა მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრებს 2019 და 2018 წლებში", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


