Accentnews.ge
დავით ბაქრაძე ფრაქცია „ლელოში“ შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

დავით ბაქრაძე ფრაქცია „ლელოში“ შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

02/11/2021 10:51:50 პოლიტიკა

დეპუტატი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფრაქცია „ლელოში“ მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

„არ ვადასტურებ ინფორმაციას, თითქოს მიმდინარეობს კონსულტაციები „ლელოში“ ჩემს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე ვთანამშრომლობ ძალიან კარგად და მჭიდროდ „ლელოსთან“, ისევე როგორც ვთანამშრომლობ კარგად ყველა იმ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ვისი ამოცანაც არის ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა და უკეთესი და ევროპული ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ ვგეგმავ ჩემი უპარტიო სტატუსის შეცვლას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S