Accentnews.ge
კობახიძე –სააკაშვილზე: "მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი უყვარს ამ კაცს თურმე"

კობახიძე –სააკაშვილზე: "მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი უყვარს ამ კაცს თურმე"

02/11/2021 10:08:53 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს, "მთელი ციხე იცინის, რადგან ლიმონათი უყვარს".

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ექმნება:

„თუ ერთი თვეა, ადამიანი შიმშილობს, ეს არის მისი უფლება, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამასთან. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი დავიცვათ და იყოს შეთავაზებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს. მე გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა არის სინამდვილეში იმიტირებული. იუსტიციის სამინისტრომაც მიაწოდა ამაზე ინფორმაცია საზოგადოებას თავის დროზე, ცნობილია ისიც, რომ კონკრეტული სამედიცინო პროცედურები ჩატარდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება" - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S