Accentnews.ge
"ღმერთი ისე არ მომკლავს, რომ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში"

"ღმერთი ისე არ მომკლავს, რომ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში"

02/11/2021 14:58:48 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ოპოზიციის აქციაზე შეკრები მხარდამჭერებს მიმართა.

მისი თქმით, საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში უკანდასახევი ყველა გზა ჩახერგილია და ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს.

"მივესალმები გამარჯვებულ ბათუმს. მოგესალმებით კოალიციურ ერთობას. ახლა, საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში უკანდასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდა. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცით. ახლა, ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია. ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი. ახლა, მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო აქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს რომ ისევ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში. ბრძოლის დროშა, რომელიც ბათუმშია ხლა ამღლა ფრიალებს, არასდროს არ უნდა დაეშვას", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც დემონსტრანტებს აქციაზე ენმ–ის წევრმა გიორგი კირთაძემ გააცნო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S