"ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად"
02/11/2021 16:00:41 პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არ იცხოვრებს იმ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი იქნება დომინანტი.
როგორც მან ბათუმში გამართულ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში 90-იანი წლები არ დაბრუნდება.
"ვერც ერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. ვერც ერთი "კანონიერი ქურდი" და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგსამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად. [...] პოლიციელები "კანონიერ ქურდებს" ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი ხელისუფლების სახითაა წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარებს. აი "ლავასოღლი", ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები. [...] 74 წლის მამასთან ერთად შემოვედი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად და არა იმიტომ, რომ ვიღაცა კანონიერმა ქურდებმა წაიღონ ამ ქვეყნის მომავალი", – განაცხადა მელიამ.


