Accentnews.ge
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

02/11/2021 16:41:49 პოლიტიკა

რუსთავის ციხესთან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ღონისძიება ენმ–ის მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან, მომიტინგეთა ნაწილი რუსთავის ციხესთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავს.

დღეს ოპოზიციის აქცია ბათუმშიც გაიმართა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S