"დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში"
03/11/2021 09:17:55 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას დაუშვებს, ეს რუსულ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას მწანე შუქს აუნთებს, მათ შორის – საქართველოში.
"დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში", – აცხადებს კრამონი.
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე კვირაში განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში. რუსეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მანდატის გაგრძელების რეზოლუციას.


