პენიტენციური სამსახური: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია"
03/11/2021 13:35:29 პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
უწყების ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.
დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ". - აცხადებს პენიტენციური სამსახური.
ცნობისვის: 34 დღეა, სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.


