ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს შეხვდა
03/11/2021 14:35:44 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს შეხვდა. დღესვე, პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს თამარ ღვამიჩავას შეხვდა,– აღნიშნული ინფორმაცია ზურაბიშვილის „ფეისბუქ“–გვერდზე ვრცელდება.
მოკლე ინფორმაციაში არაა აღნიშნული შეხვედრის მოტივის შესახებ, ან იმის თაობაზე, დაინტერესდა თუ არა პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 34–ე დღეა შიმშილობს, ხელისუფლება კი ადვოკატების მოთხოვნაზე, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინკაში, უარს აცხადებს.
ცნობისთვის: პრეზდენტს საკითხი დაინტერესებიდკენ მეოთხე პრეზიდენტმა რამდენჯერმე მოუწოდა.


