ოპოზიციონერი დეპუტატები პრლამენტში შეხვედრას მართავენ
03/11/2021 15:00:44 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები პრლამენტში შეხვედრას მათავენ.
როგორც პარლამენტში მისულმა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, შეხვედრას მართავენ კოალიციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლები და ასევე შეხვედებიან პარტნიორებს საზოგადოების სხვადასხვა სექტორიდან.
„ვხვდებით, რათა შევაჯეროთ ტაქტიკა, რომ გამოვიდეთ ამ ანტიდემოკრატიული ჩიხიდან. თემაა არჩევნები, ხმების დაცვა“,– განახადა გეგელიამ.
შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს დეპუტატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ხათუნა სამნიძეს.
პარლამენტში მივიდა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოტაია და განაცხადა, რომ საგანგებო განცხადება ცოტა ხანში ექნება.
პარლამენტში იმყოფებიან ენმ–ის რიგი წევრები.
ცნობისთვის: შეხვედრის შესახებ მედია ინფორმირებული არ იყო.


