ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში იწყებს შიმშილობას
03/11/2021 15:17:31 პოლიტიკა
„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია შიმშილობას პარლამენტის შენობაში იწყებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხოშტარია ამბობს, რომ დღესაც აქვს პრეტენზიები სააკაშვილის მიმართ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არის მისი ამომრჩეველი, მაგრამ „რაც დღეს ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის ცინიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ“.
„ეს სახელმწიფოებრივი ინტერესის საკითხია“,– ამგვარად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება ხოსტარიამ და დასძინა, რომ შიმშილობას გააგრძელებს მანამ, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყანენ და ვიდრე მისი ჯანმრელობის საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება.
"ეს ჩემი ბრძოლის ფორმაა. სამწუხაროა, რომ 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადა გაუქმებულია ინსტიტუტები და გვიწევს მსგავსი ფორმის გამოყენება. აქ ვიწყებ შიმშილობას, სად როგორ გადავაადგილდები, ამას ნახავთ. მივიღებ მხოლოდ წყალს. შენობას არ დავტოვებ. ჩემი პროტესტი არის მშვიდბიანი, არც ერთ ნივთ არაფერი დაუშავდება",– დასძინა ხოშტარიამ.
სააკაშვილი 34–ე დღეა, შიმშილობს, ხელისუფლება კი ადვოკატების მოთხოვნაზე, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინკაში, უარს აცხადებს.


