"ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა იმიტომ, რომ თავისუფალი კუნძულია"
03/11/2021 17:33:08 პოლიტიკა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ექიმი ანზორ მელია წალენჯიხას "თავისუფალ კუნძულს" უწოდებს.
"მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე და დავრჩები ზუგდიდელად. არ აქვს ამას მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ – ზუგდიდში, თუ თბილისში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა იმიტომ, რომ თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება", – განაცხადა ანზორ მელიამ ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


