Accentnews.ge
"ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად"

"ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად"

03/11/2021 18:01:43 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციალური ადმინისტრაციისა და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას"

"ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს. არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესებიდან, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციალური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას , ყველა ზომების მიღებას რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S