Accentnews.ge
ხაზარაძე წალენჯიხაში გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას

ხაზარაძე წალენჯიხაში გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას

03/11/2021 19:26:00 პოლიტიკა

„ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში გეგმავს გადასვლას.

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S