სააკაშვილს საკითხზე კონსილიუმი 5 ნოემბერს გაიმართება
03/11/2021 19:33:36 პოლიტიკა
საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი 5 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი რუსთავის #12 დაწესებულებაში მოინახულა.
„წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიანლს. უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ.“
როგორც ექიმი ამბობს, ყოველ წუთს მოსალოდნელია მდგომაროების დამძიმება. ის პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცახადებს, რომ შემდეგი კონსილიუმი 5 ნოემბერს გაიმართება.
„ახლა შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში. პრეზიდენტმა დაიკლო მისი წონის 10%, რაც საკმაოდ საშიშია“, - თქვა ყიფშიძემ. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მდგრადია.
სააკაშვილი 34 დღეა, შიმშილობს.


