ზუგდიდში მიმდინარე აქციამ ლოკაცია შეიცვალა
03/11/2021 20:14:07 პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია ზუგდიდში გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეკრებილებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
როგორც განიმარტა, აქცია გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის დაწყებისას იყო მცირე დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. შეკრებილებმა მათ მიმართ ჰქონდათ პრეტენზია, რომ არ უნდა ეცვათ პოლიციელების ფორმა „ამ ხელისუფლების დამცველებს".
მანამდე აქცია მიმდინარეობდა ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს.


