Accentnews.ge
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა შიმშილობა დაიწყო

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა შიმშილობა დაიწყო

04/11/2021 05:20:29 პოლიტიკა

მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა "სტრატეგია აღმაშენებლიდან" – ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა დაიწყო.

როგორც გოგუაძე ამბობს, ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

გოგუაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

"ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მკვდარი პრეზიდენტი იქნება კატასტროფა, რომელსაც ვერასდროს ვეღარ გამოვასწორებთ. ეს იქნება ქვეყნის დანგრევა, ამიტომ ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს ის საშიშროება, რომელიც ამ ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებით ან ფატალური შედეგით უდგას ქვეყანას და გამოიჩინოს კეთილი ნება და სასწრაფოდ გადაიყვანოს სამოქალაქო საავადმყოფოში, რათა არ დადგეს ის შედეგი, რაც ძალიან მალე აუცილებლად დადგება, გვინდა ეს ჩვენ თუ არა", - ამბობს ირაკლი გოგუაძე.

3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S