Accentnews.ge
ელისაშვილი: "ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, ბრავო!"

ელისაშვილი: "ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, ბრავო!"

04/11/2021 06:01:16 პოლიტიკა

"მოქლაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი იზიარებს პრეზიდენტის შეფასებებ და ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა.

"ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი რაც მასზე წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე, ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!",– განაცხადა ელისაშვილმა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არასდროს შეიწყალებს. რაც შეეხება არჩევნებს, ზურაბიშვილის თქმით, "არჩევნები ჩატარდა თავისუფლად". ამასთან, მან გაუგებარი უწოდა სასამართლოსთან დაკავშირებულ უკანასკნელ მოვლენებს. გარდა ამისა, პრეზიდენტი მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას, კოვიდ–პასპორტის ამოქმედებასა და აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S