Accentnews.ge
უკრაინის სახალხო დამცველი გიული ალასანიას შეხვდა

უკრაინის სახალხო დამცველი გიული ალასანიას შეხვდა

04/11/2021 06:00:01 პოლიტიკა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახი შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

როგორც დენისოვა აცხადებს, ალასანია შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 34-ე დღეა, შიმშილობს.

"დედა შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს", – აღნიშნავს უკრაინის სახალხო დამცველი.

იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ექს–პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

დენისოვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, "მტკიცედ დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა მიერ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ სამედიცინო დახმარების უფლების აღდგენა".

ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილს 26 ოქტომბერს შეხვდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. დენისოვა აცხადებდა, რომ თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლისას 40 წუთის განმავლობაში უმიზეზოდ შეაფერხეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S