ჭყონია – ხაზარაძეს: "მოგყვები წალენჯიხაში"
04/11/2021 07:20:20 პოლიტიკა
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ წალენჯიხაში გადასვლას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც აპირებს.
"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალო. მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს და უახლოეს მომავალში იქ ბინას იყიდის. მისი თქმით, მთელ გამოცდილებას გამოიყენებს, რომ წალენჯიხა ოაზისად იქცეს.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


