სენატმა ეუთო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად მაიკლ კარპენტერი დაამტკიცა
04/11/2021 07:42:51 პოლიტიკა
აშშ-ის სენატმა ეუთო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მაიკლ კარპენტერი დაამტკიცა.
„თავს მივიჩნევ მოკრძალებულად, მადლიერად და დაფასებულად. ეს იქნება ცხოვრებისეული შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმიანობას“, – წერს მაიკლ კარპენტერი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
მანამდე, მაიკლ კარპენტერი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.


