პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
04/11/2021 08:06:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომა კანცელარიაში 10:00 საათზე დაიწყო და 2 საათის განმვალობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას, კოვიდ–პასპორტის ამოქმედებასა და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას ითხოვს.
"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ–პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.


