გოკა გაბაშვილმა პარლამენტში შესვლა და ელენე ხოშტარიას მონახულება შეძლო
04/11/2021 11:30:00 პოლიტიკა
დაახლოებით ერთსაათიანი დაბრკოლების შემდეგ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოკა გაბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და მოშიმშილე პარლამენტარის ელენე ხოშტარიას მონახულება შეძლო.
გაბაშვილის თქმით, მედიის ყურადღების შემდეგ, "როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში შეეშვა".
გოკა გაბაშვილს, რომლის სახელზეც საშვი პარლმენტარებმა ელენე ხოშტარიამ და დავით ბაქრაძემ დაუშვეს, თავდაპირველად საშვთა ბიურომდეც არ უშვებდნენ.
როგორც პარლამენტის დაცვის სამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და პარლამენტში დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების გარდა, ვერავინ შევა.


