Accentnews.ge
წილოსანი – ხოშტარიას შიმშილობაზე: "ეს არის შანტაჟის ფორმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც კანონით გათვალისწინებული არ არის"

წილოსანი – ხოშტარიას შიმშილობაზე: "ეს არის შანტაჟის ფორმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც კანონით გათვალისწინებული არ არის"

04/11/2021 12:41:10 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ნინო წილოსანი მისი კოლეგის "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობას "სახელმწიფოს შანტაჟს" უწოდებს.

"ეს არის შანტაჟის ფორმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში შესაბამისმა სტრუქტურამ არ მიიღო ეს [სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის] გადაწყვეტილება... ამ შემთხვევაში ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს", - თქვა წილოსანმა.

დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ დაიწყო. მისი მოთხოვნაა, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S