Accentnews.ge
ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს: "შვილს თვალწინ მიკლავენ"

ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს: "შვილს თვალწინ მიკლავენ"

04/11/2021 12:58:09 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებას სთხოვს.

მიმართვაში გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მისი შვილი რაიმე გზებით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, რათა შესაბამისი მკურნალობის მიღება შეძლოს.

"მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა, მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მიხეილის გადმოყვანა უკრაინაში, რათა მან შეძლოს შესაბამისი მკურნალობის, შესაბამისი მზრუნველობის მიღება და შეძლოს, რამენაირად გადარჩეს. მას შიმშილობის 35-ე დღე აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის. მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის", - აცხადებს გიული ალასანია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S