Accentnews.ge
კალაძე – სააკაშვილზე: „თუ საჭირო გახდება კლინიკაში გადაყვანა, ეს აუცილებლად მოხდება“

კალაძე – სააკაშვილზე: „თუ საჭირო გახდება კლინიკაში გადაყვანა, ეს აუცილებლად მოხდება“

04/11/2021 13:31:35 პოლიტიკა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „არავის უხარია თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა“, მაგრამ დანაშაულისთვის სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილი იმ რეჟიმის შემოქმედია, რომელიც ოჯახებს ანადგურებდა და „ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას“.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ აქვს გაჟღერებული. როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები გაანადგურა - ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგწონდათ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, კალაძის განცხადებით, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება, „პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებით, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“.

„თუ აუცილებლობა იქნება და საჭირო გახდება კლინიკაში გადაყვანა, ეს აუცილებლად მოხდება. ამას პენიტენციური სისტემა გადაწყვეტს, თავიანთი კლინიკა აქვთ, რომელიც ყველანაირად აღჭურვილია, ტექნოლოგიურად მომზადებულია. თუ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება, ქმედება იქნება ისეთივე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებით და უზრუნველყოფილი იქნება ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S