Accentnews.ge
ბოტკოველი – სააკაშვილის შეწყალებაზე: "ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე"

ბოტკოველი – სააკაშვილის შეწყალებაზე: "ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე"

04/11/2021 13:22:11 პოლიტიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველმა განმარტა საპატრიარქოს შუამდგომლობის საკითხი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების პროცესში. კერძოდ, მისი თქმით, არსებობს იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც ათწლეულებია იღებს დოკუმენტებს მსჯავრდადებულების შესახებ, განიხილავს მათ და შემდეგ გზავნის იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„ასეთი წერილები შემოდის ათობით და ასობით. მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება. ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, მაგრამ არა მძიმე კატეგორიის პატიმრებს, არამედ მსუბუქ დანაშაულებზე“, - აცხადებს ბოტკოველი და ამატებს, რომ ის არ არის იურიდიულ სამსახურთან „აქტიურ შემხებლობაში“.

მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა პატრიარქ ილია მეორის წერილი, რომელშიც ის სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. მისი თქმით, სააკაშვილმა პატრიარქისადმი პატივისცემა გამოხატა, თუმცა თქვა, რომ შიმშილობას კვლავ განაგრძობს, „რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია“.

„გადავეცი პატრიარქის გამოგზავნილი სეფისკვერი. დაიტოვა, თუმცა გამოთქვა წუხილი, რომ რადგანაც არ ჭამს, შეინახავს მას“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, წინა მონახულებასთან შედარებით, სააკაშვილი წონაში მოკლებულია, თუმცა სხვა პრობლემები, მაგალითად მეტყველებაზე ან აზრის ჩამოყალიბებაზე, ვერ შეატყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S