Accentnews.ge
„სააკაშვილთან დიდი დაპირისპირება მქონდა, ის სისტემა ქონებასაც მართმევდა“ – ხაზარაძე აქციებში მონაწილეობის მოტივს განმარტავს

„სააკაშვილთან დიდი დაპირისპირება მქონდა, ის სისტემა ქონებასაც მართმევდა“ – ხაზარაძე აქციებში მონაწილეობის მოტივს განმარტავს

04/11/2021 14:35:46 პოლიტიკა

„ლალოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც პროტესტის ნინად დეპუტატის მანდატი დატოვა, განმარტავს საკუთარ მოტივს, რატომ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში.

„სააკაშვილთან დიდი დაპირისპირება მქონდა, სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა ჩემს წინააღმდეგ აღძრული, ის სისტემა ჩემს ქონებასაც მართმევდა, მაგრამ მე, როგორც ქართველი კაცი, ვთვლი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი (ვის რა აზრიც არ უნდა ჰქონდეს მასზე), იმსახურებს ისეთივე სამედიცინო მომსახურეობას, როგორც 600–მა პატიმარმა დაიმსახურა. ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვენდეტა უნდა დასრულდეს! ჩვენ უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლო! და ამ სისტემას ჩვენ დავამარცხებთ!“,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

აქციის მონაწილები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S