Accentnews.ge
"ქართველთა დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას" – ფადი ასლი ღარიბაშვილს მიმართავს

"ქართველთა დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას" – ფადი ასლი ღარიბაშვილს მიმართავს

04/11/2021 14:54:29 პოლიტიკა

ბიზნესმენი ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ბიზნესმენი მთავრობის მეთაურს აკრიტიკებს.

„ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი უდავოდ ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ ან უბრალოდ ქვეყნიდან გაძევებული თქვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ გაუქმებული ბინადრობის მოწმობების საფუძველზე; აღარ ვახსენებ რიცხვს იმ უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც სასამართლოები სისტემატურად ატყუებდნენ თქვენი მთავრობის ინსტრუქტაჟით ან უფრო უარესი, კანონის წინაშე სრულიად დაუცველნი აღმოჩდნენ, რათა გამხდარიყვნენ მსხვერპლნი ზოგიერთი იმ ინდივიდისა, რომლებიც თქვენს მთავრობას არ სურს გაანაწყენოს, რომ შემდგომ ხმები არ დაკარგოს.

უცხოელი ინვესტორების მიმართ თქვენი ქსენოფობიური პოლიტიკისა და მათდამი თქვენი მხრიდან საშინელი მოპყრობის გამო, თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს, როგორც უცხოელებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ქვეყნის ათასწლოვანი რეპუტაცია გაანადგურეთ და აქციეთ სხვა არაფრად თუ არა მითად", - ვკითხულობთ ფადი ასლის წერილში.

ბიზნესმენი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას. „სიღარიბემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და ქართველთა დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას. 2014 - 2021 წლებში რვაასი ათასმა ქართველმა ამერიკულ მწვანე ბარათზე შეიტანა განაცხადი, რომ აღარ ვახსენოთ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ევროპაში სამსახურის საძიებლად წავიდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნის მომავლის აღარ სჯერა და რომ საქართველოში მალე მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩებიან", - აცხადებს ასლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S