Accentnews.ge
„არანაირი შეფერხება არ გექნებათ“ – უგულავა ხელისუფლებას პირობას აძლევს

„არანაირი შეფერხება არ გექნებათ“ – უგულავა ხელისუფლებას პირობას აძლევს

04/11/2021 15:44:34 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ხელისუფლებას პირობას აძლევს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო – მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანენ, არანაირ ექსცესს ადგილი არ ექნება ადგილი.

„ჩვენ, პოლიტიკური ლიდერები დავდებთ პირობას, რომ გადაიყვანეთ [სააკაშვილი კლინიკაში – რედ.] და არანაირი შეფერხება არ გექნებათ. უზრუნველყოფილი იქნება წესრიგი პოლიციასთან ერთად“,– განაცხადა უგულავამ პრემიერის განცხადების კომენტირებისას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა გართულდება.

მიხეილ სააკაშვილი 35 დღეა– შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S