Accentnews.ge
"ჩვენ უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის"

"ჩვენ უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის"

04/11/2021 16:12:37 პოლიტიკა

"ქუთაისში მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ ნათქვამია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ქუთაისში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე დემონსტრანტებს ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

"ქუთაისში თქვენ მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ. ვერანაირი თვითმარქვია მერი ვერ შეძლებს ქუთაისის მართვას. ჩემთვის სამაგალითოა, რაც ქნა იმედამ. სამაგალითოა, რაც გაბედა იზო ჩირგაძემ. ქუთაისის საარჩევნო გუნდი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დაამშვენებდა. თქვენ იცით, რა გრანდიოზული გეგმები გვქონდა ჩვენ ქუთაისზე. ქუთაისი, როგორც არამხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ უმეტესი სამინისტროების განლაგების ადგილი. ქუთაისი, სვანეთი, წყალტუბო, რომელსაც მე ქართულ მარაკეშად ვუპირებდი ქცევას. ქუთაისი უნდა ყოფილიყო ჰაბი თავისი ყველანაირი განვითარებით. რაც მთვარია, ქუთაისში უნდა იყვნენ ბედნიერი, მაღალშემოსავლიანი, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კი არ ტოვებენ ამ ქალაქს, არამედ უბრუნდებიან ამ გამორჩეულ ქალაქს. იქით მხარეს დგას ბოროტება, რომელსაც უნდა რომ ყველაზე ქართულ ქალაქში აღარ დარჩნენ ჩვენი მოქალაქეები. ქუთაისის აეროპორტი მე ამისთვის არ ამიშენებია. ჩვენ უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის. თქვენი მიხეილ სააკაშვილი", - ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S