Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრისას

04/11/2021 17:30:19 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს შეხვდა.

პრემიერის პრეს–სამსახურის ცნობით, მხარეებმა აშშ–საქართველოს ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა "აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატო–ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად.

"არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი – სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა.

ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ", – ნათქვამია პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S