წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში, სუს-ის შენობასთან აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
04/11/2021 18:03:21 პოლიტიკა
ენმ–ის წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში, სუს-ის შენობასთან აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
წითლიძემ სუს-ის შენობასთან სამედიცინო შპრიცები და ფქვილი მიიტანა. მისი თქმით, "არჩევნებს სუს–ის მითითებით ძველი ბიჭები მართავდნენ" და ამ აქციის ჩატარება სწორედ ამიტომ, სიმბოლურად გადაწყვიტეს. მას შემდეგ კი რაც სამართალდამცველებმა მიტანილი ატრიბუტების აღება მოითხოვეს, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
როგორც წითლიძე აცხადებს, სწორედ ამ დროს დააკავეს ენმ–ის მხარდამჭერი ელდარ კეზუა, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.


