Accentnews.ge
კობახიძე – სააკაშვილზე: "3 ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად, უნდა და სვამს, ესეც პატიმრის უფლებაა"

კობახიძე – სააკაშვილზე: "3 ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად, უნდა და სვამს, ესეც პატიმრის უფლებაა"

04/11/2021 20:09:14 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს ღებულობს.

"მე ვიცი, რომ ეს კაცი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობს. სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად. სამი ლიტრი ლიმონათი უნდა კაცს და სვამს, ვერაფერს ვერ უზამ, ესეც პატიმრის უფლებაა. კაცი თავის ნებით შიმშილობს ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დასრულდება ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული შესაბამის სასჯელი და ბოლომდე უნდა მოიხადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S