Accentnews.ge
ხოშტარია: "რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე"

ხოშტარია: "რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე"

05/11/2021 09:07:50 პოლიტიკა

დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, იგი პროტესტის გამწვავებას არ გამორიცხავს.

"ქართული ოცნებიდან" იმის მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან, ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ. არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის პოლიტიკური პოზიორობა. ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და სიტუაცია, პრაქტიკულად ყოველდღიურად მძიმდება", – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია მესამე დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S