Accentnews.ge
ბურჭულაძე – "ოცნებას": "გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში"

ბურჭულაძე – "ოცნებას": "გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში"

05/11/2021 09:36:42 პოლიტიკა

მომღერალი პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არის, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ამის მოთმენა აღარ შეიძლება, მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. „ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S