ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
05/11/2021 13:08:43 პოლიტიკა
დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია "აქცენტს" პრემიერის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
"სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება", – განუცხადეს "აქცენტს" პრემიერის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის: სამიტის გამართვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელდა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტის დღის წესრიგში მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება.


