Accentnews.ge
6 ნოემბერს რუსთავის #12 დაწესებულებასთან აქცია გაიმართება

6 ნოემბერს რუსთავის #12 დაწესებულებასთან აქცია გაიმართება

05/11/2021 14:29:00 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 6 ნოემბერს, 17:00 საათზე, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს იხდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მასშტაბური აქცია გაიმართება.

„უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ, დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პოტრიოტი თანამოქალაქე ყველა ჩვენი რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - თქვა ნიკა მელიამ.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კოლაფსში ჩავარდნამდე უნდა გადაიყვანონ.

„ყველა ექიმი გვეუბნება, რომ არსებობს უმაღლესი რისკი, რომ მიხეილ სააკაშვილმა თუ დაკარგა გონება და კოლაფსის მდგომარეობაში მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იქ უკვე მისი სიცოცხლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი ძალიან ეჭვქვეშ დგება და არსებობს მხოლოდ 20%-იანი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნეს შენარჩუნებული. მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, სანამ ის კომაში ჩავარდება“, - მიიჩნევს ნიკა მელია.

მელია ამბობს, რომ გეგმის დამატებითი კომპონენტების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებს. როგორც ის შენიშნავს, არ აქვს სურვილი, რომ „ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას" ცხოვრება გაუადვილოს.

თავდაპირველად, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" პარტნიორ პარტიებთან "ლელოსთან" და "დროასთან" ერთად 6 ნოემბერს თბილისში გეგმავდა საპროტესტო აქციას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S