Accentnews.ge
პრემიერი: "წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია“

პრემიერი: "წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია“

05/11/2021 15:42:41 პოლიტიკა

დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ქართველ დიპლომატებს „ფასდაუდებელი შრომისთვის" მადლობა გადაუხადა.

„სიმბოლურია, რომ დიპლომატის პროფესიულ დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ სწორედ სულხან-საბას სახელს უკავშირდება, როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს - ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა. ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგახართ. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გააკეთოს ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე და დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S