Accentnews.ge
კალაძე სააკაშვილის ყოველდღიურობის გასაჯაროების მომხრეა

კალაძე სააკაშვილის ყოველდღიურობის გასაჯაროების მომხრეა

05/11/2021 18:26:41 პოლიტიკა

საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილსი შესახებ მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ ილაპარაკა.

მას მიაჩნია, რომ საჭირო არის ციხეში სააკაშვილის ყოველდღიური ყოფის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

„როდესაც ხდება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მე, რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილზე (მე მესმის, რომ რაღაც პირადი ინფორმაციები არის და არ აქვთ ამის უფლება, თუმცა იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე), ალბათ აუცილებელია, გაჟღერდეს ყველაფერი, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა“, - თქვა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის პენიტენციურ სისტემაში შექმნილი პირობები საკმარისია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტები რას იტყვიან და რა შეფასებას გააკეთებენ. შესაბამისად, პენიტენციური სისტემის კლინიკა მზად არის ყველანაირი მომსახურება გაუწიოს პატიმარს თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება", - თქვა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაერთგზის თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ლიმონათს სვამს:

„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი“.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

სააკაშვილი 36–ე დღეა, შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S