Accentnews.ge
სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ციხეში გაიმართება

სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ციხეში გაიმართება

05/11/2021 20:09:46 პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის სასამართლო პროცესის ციხეში გაიმართვის რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შესაძლო იყი ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი, ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული“, - თქვა ბრეგაძემ. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების შესაძლო მკვლელობის შესახებ. „პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა სახის უამრავი დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული“, - განაცხადა მინისტრმა.

შეკითხვაზე, გაიყვანენ თუ არა სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას. ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და ბუნებრივია, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“.

მინისტრის თქმით, არსებობს პრაქტიკა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს პენიტენციურ დაწესებულაბაში:

„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი #12 დაწესებულებიდან. აქ შეიძლება საფრთხე წარმოეშვას თვითონ მას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S