Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

07/11/2021 12:05:47 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 2020 წელს 49 წლის ასაკში პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა. დავითაშვილი აცხადებდა, რომ მას ჯანმრთელობა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს შეერყა. 2007 წლის ნოემბერში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. კობა დავითაშვილი აცხადებდა, რომ ის 2007 წლის 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობიდან გაიტაცეს, როდესაც ყიდულობდა ხმის გამაძლიერებლებს მიტინგისთვის. მისი განცხადებით, გამტაცებლებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S