"პატივი იქნება ჩემთვის, თანამშრომლობის პროცესი შედგეს ყველა წალენჯიხელთან, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა"
07/11/2021 08:41:54 პოლიტიკა
წალენჯიხის ახლადარჩეული მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, "ის არ იქნება ერთპარტიული მერი".
“არჩევნები დამთავრდა. პროცესისთვის ჩვეული ემოციები გაილევა. უნდა გავიაზროთ და რეალობად ვაქციოთ შესაძლებლობები, რაც თქვენი არჩევანის შედეგმა უკვე მოიტანა.
ეს არის მეტი, ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა შედეგის დროს წალენჯიხაში მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში შეიძლებოდა მიგვეღო..არ ვიქნები ერთპარტიული მერი, არც მხოლოდ კოალიციის ყველაზე ფართე გაგებით..პატივი იქნება ჩემთვის თანამშრომლობის პროცესი შედგეს სრულიად, მთელი სისავსით, ყველა წალენჯიხელთან, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
დღეიდანვე მოგიწოდებთ ჩავერთოთ ფართე, საქმიან, სფეროების მიხედვით მიზნობრივ, დისკუსიებში იმ პროცესებში, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის გარშემო ძალიან წარმატებით შეგვიძლია განვავითაროთ!
ბოლო წლები წალენჯიხა ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრებით ცხოვრობდა!გარღვევის შანსია! შანსი თქვენ შექმენით!გავარღვიოთ!!!!პ.ს:ინიციატივების ფორმატზე აქვე შევთანხმდეთ!”– წერს წალენჯიხის გამარჯვებული მერი, გიორგი ხარჩილავა.


