Accentnews.ge
კობახიძე - ოპოზიციის აქციაზე: "ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ, დესტრუქციაზე მიიღებენ პასუხს"

კობახიძე - ოპოზიციის აქციაზე: "ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ, დესტრუქციაზე მიიღებენ პასუხს"

08/11/2021 06:25:55 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანას მშვიდობა და სიმშვიდე სჭირდება, რაზეც პასუხისმგებლები არიან, ხოლო თუ ვინმეს დესტრუქციული ნაბიჯების მცდელობა ექნება, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. ამის შესახებ მან ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

"ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე მცდელობები, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, აუცილებლად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი", -აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილის შიმშილობა "ფეიკია":

„რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“. ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ამაზეც ის არის პასუხისმგებელი. თუ ის „ფეიკ“ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ".

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S