Accentnews.ge
„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

08/11/2021 06:30:36 პოლიტიკა

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.

"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. „ლელო“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. „ლელო“ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში", - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S