Accentnews.ge
"შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ, თავისთვის შეინახონ"

"შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ, თავისთვის შეინახონ"

08/11/2021 06:41:14 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა.

მისი თქმით, "შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე":

„რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“. ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ამაზეც ის არის პასუხისმგებელი. თუ ის „ფეიკ“ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ", -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S